Skip to content
    FollowUP Logo
    კითხვები და პასუხები

    ხშირად დასმული კითხვები

    პასუხები ყველაზე გავრცელებულ კითხვებზე FollowUP CRM-ის, ფასების, AI ფუნქციების და ინტეგრაციების შესახებ

    CRM არჩევა და შედარება

    FollowUP CRM არის საქართველოს №1 CRM პლატფორმა 200+ აქტიური კომპანიით. ის გთავაზობთ CRM ფუნქციონალს 379₾/თვე-დან (Starter) ან 879₾/თვე (Premium) ულიმიტო მომხმარებლებით, ომნიჩანელ კომუნიკაციას (Facebook, Instagram, WhatsApp, TikTok, Email, SMS), ქართულენოვან პერსონალურ მხარდაჭერას და ცალკე დამატებად AI პაკეტს (1249₾/თვე, 9 მოდული: Conversation AI, Workflow AI, Ask AI, AI Studio და სხვა). კონკურენტებისგან განსხვავებით, FollowUP-ში მომხმარებლები უფასოა - 5 იყოს თუ 500. სრული, პატიოსანი შედარება ნახე ჩვენს 2026 წლის მიმოხილვაში: followup.agency/best-crm-georgia-2026

    HubSpot-ის უფასო ვერსია ძალიან შეზღუდულია (100 კონტაქტი, ბაზისური ფუნქციები). Professional ვერსია $800+/თვე ღირს და ყოველ მომხმარებელზე დამატებით იხდი. FollowUP-ში იგივე და მეტი ფუნქციები 379₾/თვე ღირს ულიმიტო მომხმარებლებით. FollowUP-ს აქვს ქართული მხარდაჭერა (3-კაციანი პერსონალური გუნდი), ონლაინ ჯავშნის სისტემა, რეპუტაციის მართვა და კურსების პლატფორმა - ყველაფერი რაც HubSpot-ში ცალკე ფასიანი დანამატია.

    Bitrix24 კარგი ინსტრუმენტია პროექტების მართვისთვის, მაგრამ CRM ნაწილი კომპლექსურია და ქართული მხარდაჭერა არ აქვს. FollowUP უფრო მარტივი ინტერფეისით მოდის, აქვს დამატებადი AI პაკეტი, ავტომატიზაციის ვიზუალური მშენებელი, ომნიჩანელი inbox და ლოკალური გუნდი. Bitrix24 Professional $199/თვე ღირს 100 მომხმარებლამდე, FollowUP - 379₾/თვე ულიმიტო მომხმარებლებით.

    Pipedrive კარგია გაყიდვების Pipeline-ის მართვისთვის, მაგრამ მხოლოდ CRM-ია - არ აქვს ომნიჩანელი inbox, ფანელების მშენებელი, ონლაინ ჯავშანი, კურსები ან რეპუტაციის მართვა. ფასი $49/მომხმარებლისთვის/თვეში, 50 მომხმარებლისთვის ~$2,450/თვე. FollowUP - 379₾/თვე ყველა ფუნქციით და ულიმიტო მომხმარებლებით.

    ქართული CRM-ები (Axioma, LuaCRM, SmartCRM) ბაზისურ ფუნქციებს გთავაზობენ - კონტაქტების მართვა და ძირითადი ანალიტიკა. FollowUP არის სრული All-in-One პლატფორმა: CRM + AI + ავტომატიზაცია + ომნიჩანელი inbox + ფანელები + ონლაინ ჯავშანი + ინვოისები + კურსები + რეპუტაციის მართვა. დამატებით, FollowUP-ს აქვს SOC 2 Type II, GDPR და ISO 27001 სერტიფიცირება - კორპორატიული დონის უსაფრთხოება, რაც ლოკალურ CRM-ებს არ გააჩნიათ.

    amoCRM პოპულარულია რუსულენოვან ბაზარზე, მაგრამ $15/მომხმარებელი/თვე ღირს (50 მომხმარებელი = ~$750/თვე). არ აქვს ჩაშენებული AI, ფანელების მშენებელი, ჯავშნის სისტემა ან კურსების პლატფორმა. FollowUP - 379₾/თვე ულიმიტო მომხმარებლებით და ქართული მხარდაჭერით; AI პაკეტი (1249₾/თვე) ცალკე ემატება.

    ფასები და პაკეტები

    საბაზისო პაკეტი (Starter) ღირს 379₾/თვე ულიმიტო მომხმარებლებით და მოიცავს CRM სისტემას, Facebook და Instagram Inbox-ს, Dashboard-ს, ანალიტიკას, ინვოისების მართვას და სტანდარტულ მხარდაჭერას. Premium პაკეტი ღირს 879₾/თვე, ხოლო AI პაკეტი (9 მოდული) ცალკე ემატება 1249₾/თვე ღირებულებით.

    Starter - 379₾/თვე, Premium - 879₾/თვე, ორივე ულიმიტო მომხმარებლებით. ორივე გეგმაზე მოქმედებს 14-დღიანი უფასო ტრიალი (რეგისტრაციისას ბარათის მითითება საჭიროა), ხოლო SaaS გეგმებზე onboarding უფასოა. AI პაკეტი (9 მოდული) ცალკე ემატება 1249₾/თვე ღირებულებით.

    FollowUP-ის ფასწარმოქმნა პლატფორმის საფუძველზეა, არა მომხმარებლის რაოდენობაზე. რამდენი თანამშრომელიც არ უნდა გყავდეს - ყველა უფასოა. მაგალითად, 50 მომხმარებლისთვის HubSpot-ში გადაიხდიდი ~$800/თვე, Pipedrive-ში ~$2,450/თვე, amoCRM-ში ~$750/თვე. FollowUP-ში? 379₾/თვე. ეს 80-90% ეკონომიას ნიშნავს.

    სტანდარტ პაკეტი მოიცავს: სრული CRM სისტემას (კონტაქტები, შესაძლებლობები, პროექტები), Facebook და Instagram Inbox-ს უფასოდ, Dashboard-ს და ანალიტიკას, ინვოისების მართვას, სტანდარტულ მხარდაჭერას (3-კაციანი პერსონალური გუნდი) და ულიმიტო მომხმარებლებს.

    ინდივიდუალური დანერგვის ტრეკზე დანერგვის ხარჯი (5,000₾-დან) მოიცავს: სისტემის სრულ კონფიგურაციას, არსებული მონაცემების მიგრაციას ნებისმიერი CRM-დან ან Excel-დან, გუნდის ტრენინგს, ინტეგრაციების დაყენებას და 3 თვიან ტექნიკურ მხარდაჭერას. SaaS გეგმებზე (Starter/Premium) onboarding უფასოა.

    მოწინავე ავტომატიზაციები (ლიდების გადანაწილება, SLA მონიტორინგი, კომენტარების ავტომატიზაცია, გაყიდვების ძაბრის ავტომატიზაცია) მოითხოვს ერთჯერად დანერგვის საფასურს. ეს ერთხელ იხდი და მუდმივად მუშაობს - თვიურ ხარჯებს არ ზრდის.

    დიახ! ნებისმიერ დროს შეგიძლია დაამატო ან წაშალო მოდულები. ფასი შეიცვლება შემდეგი საბილინგო პერიოდიდან.

    მოითხოვეთ უფასო 30-წუთიანი დემო და ჩვენი გუნდი დაგეხმარებათ პლატფორმის გაცნობაში. დანერგვის პროცესი მოიცავს: კონფიგურაციას, მონაცემთა მიგრაციას, გუნდის ტრენინგს და 3 თვიან მხარდაჭერას.

    შენ გემსახურება პირადი, 3-კაციანი გუნდი: ტექნიკური მენეჯერი, გაციფრულების მენეჯერი და ბიზნეს კონსულტანტი. ისინი გიწევენ უწყვეტ ონლაინ დახმარებას სამუშაო საათებში.

    AI და ავტომატიზაცია

    FollowUP-ის AI პაკეტი (1249₾/თვე) აერთიანებს 9 AI მოდულს: Conversation AI (ავტომატური პასუხები ყველა მესენჯერში), Comment AI (კომენტარების მართვა), Content AI (კონტენტის შექმნა), Workflow AI (ავტომატიზაციების აწყობა ტექსტით), AI Premium Actions (ანალიზი, თარგმანი, დოკუმენტები), Decision Maker (სკორინგი და გადაწყვეტილებები), Ask AI (პერსონალური ასისტენტი CRM-მოქმედებებით), AI Studio (საიტებისა და ლენდინგების AI ბილდერი) და Super Agents (საკუთარი AI აგენტები). ყველა მუშაობს 24/7 და ეხმარება გაყიდვების გუნდს ეფექტურობის გაზრდაში.

    Conversation AI ავტომატურად პასუხობს მომხმარებლების შეკითხვებს Facebook Messenger-ზე, Instagram Direct-ზე, WhatsApp-ზე და Live Chat-ზე. ის სწავლობს შენი ბიზნესის შესახებ, კვალიფიცირებს ლიდებს და გადასცემს კომპლექსურ შეკითხვებს ადამიანს. მუშაობს 24/7, ქართულადაც.

    Workflows არის FollowUP CRM-ის ავტომატიზაციის ვიზუალური მშენებელი. შექმენით კომპლექსური, მრავალსაფეხურიანი ავტომატიზაციის ჯაჭვები: მაგ., ახალი ლიდი → ავტომატური მისალმება → ლიდ-სქორინგი → გუნდში განაწილება → შემდგომი დაკავშირების თანმიმდევრობა. Workflow PRO საშუალებას გაძლევთ დააკავშიროთ Slack, Google Sheets და სხვა სისტემები Webhook-ით.

    ეს არის სისტემის აწყობის სერვისები - AI კომენტარების პასუხები, SLA მონიტორინგი, გაყიდვების ძაბრის ავტომატიზაცია, ლიდების ავტომატური განაწილება. ერთხელ იხდი დანერგვის საფასურს და მუდმივად მუშაობს.

    ინტეგრაციები და კომუნიკაციის არხები

    FollowUP მხარს უჭერს: Facebook Messenger, Instagram Direct (საბაზისო პაკეტში უფასო), WhatsApp Business API, TikTok, Email, SMS, Live Chat და Google Business Messages. ყველა არხის შეტყობინებები ერთ Unified Inbox-ში იკრიბება.

    Facebook და Instagram ინტეგრაცია ავტომატურია - მხოლოდ დაკავშირება სჭირდება. ამის შემდეგ Messenger-ისა და Instagram Direct-ის ყველა შეტყობინება, Dark Post-ის კომენტარები და რეაქციები CRM-ში აისახება. AI ავტომატურად პასუხობს კომენტარებსა და შეტყობინებებს.

    FollowUP თავსებადია 500+ აპლიკაციასთან: Google Calendar, Google Sheets, Zapier, Slack, Stripe, PayPal, Shopify, WooCommerce, WordPress, QuickBooks, Xero და მრავალი სხვა. Webhook-ით ნებისმიერ სისტემასთან დაკავშირება შესაძლებელია.

    ფორმები, ფანელები და ვებსაიტი

    FollowUP CRM-ის ფორმების მშენებელი გაძლევს საშუალებას, შექმნა სრულად მორგებადი ფორმები მონაცემების შესაგროვებლად. შეგიძლია შექმნა ნულიდან ან მზა შაბლონებით, ჩააშენო ვებსაიტებში და დააკავშირო ავტომატიზაციასთან.

    Funnels (ფანელები) არის მიზანმიმართული, მრავალგვერდიანი პროცესი - ლიდის შეგროვება, გაყიდვა, რეგისტრაცია. Websites არის სრულფასოვანი, მრავალგვერდიანი საიტი Drag-and-drop მშენებლით. ორივეს FollowUP-ის პლატფორმაში აშენებთ კოდირების გარეშე.

    FollowUP-ის კალენდარი საშუალებას აძლევს კლიენტებს ონლაინ დაჯავშნონ შეხვედრა ვებსაიტიდან, WhatsApp-იდან ან Instagram-იდან. ავტომატური შეხსენებები -45%-ით ამცირებს გაცდენებს. იდეალურია კლინიკების, სალონების, ტურისტული სააგენტოების და კონსულტანტებისთვის.

    კონტენტი, კურსები და რეპუტაცია

    დიახ! FollowUP-ში შეგიძლია შექმნა ონლაინ კურსები, Membership (წევრობა) ზონები ექსკლუზიური კონტენტით, Communities (საზოგადოებები) და ავტომატური Certificates (სერტიფიკატები). ეს იდეალურია ტრენერებისთვის, საგანმანათლებლო ორგანიზაციებისთვის და კონსულტანტებისთვის.

    Reputation Management მოიცავს: ავტომატურ შეფასების მოთხოვნებს (Review Requests) კლიენტებისთვის, Google და Facebook შეფასებების აგრეგაციას, AI-ით პასუხის გენერაციას შეფასებებზე და რეიტინგის ვიჯეტის ჩაშენებას ვებსაიტზე.

    Estimates (ხარჯთაღრიცხვა) - მარტივი დოკუმენტი ფასის სწრაფი დასტურისთვის. Proposals (წინადადებები) - დეტალური, მრავალგვერდიანი დოკუმენტი. ორივე იძლევა ელექტრონული ხელმოწერის შესაძლებლობას და CRM-ში აისახება.

    უსაფრთხოება და მხარდაჭერა

    FollowUP CRM-ს აქვს კორპორატიული დონის უსაფრთხოება: SOC 2 Type II სერტიფიცირება, GDPR შესაბამისობა, ISO 27001 სტანდარტი, AES-256 შიფრაცია, ორფაქტორიანი ავტორიზაცია (2FA) და სრული აუდიტ ლოგები. მონაცემები ინახება AWS-ის უსაფრთხო სერვერებზე.

    დიახ! FollowUP გუნდი უზრუნველყოფს სრულ მონაცემთა მიგრაციას ნებისმიერი CRM-დან (HubSpot, Pipedrive, Bitrix24, amoCRM, Excel). დანერგვის პაკეტი მოიცავს: მონაცემების იმპორტს, სისტემის კონფიგურაციას, გუნდის ტრენინგს და 3 თვიან მხარდაჭერას.

    სააგენტოებისთვის: შესთავაზეთ კლიენტებს სრულად ბრენდირებული მობილური აპლიკაცია - კომუნიკაციის მართვა, კურსებზე წვდომა, შეხვედრების დაჯავშნა და ინვოისების გადახდა ერთ სივრცეში.

    ვერ იპოვე პასუხი?

    სცადე 14 დღე უფასოდ